მშენებარე სახლი ბათუმში / mshenebare saxli batumshi

მშენებარე სახლი ბათუმში / mshenebare saxli batumshi

სამშენებლო კომპანია: საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანია

პროექტი: სახლი საოცრებათა მოედანზე

ობიექტის მისამართი: ქ. ბათუმი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+995) 422 27 22 11; მობ: (+995) 593 60 00 05

 

დამატებითი ინფორმაცია:

ადგილმდებარეობა

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ მდებარეობს ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, შავი ზღვის პირა ზოლში, ბათუმის უნიკალური ბულვარის ცენტრალური ნაწილის წიაღში, საოცრებათა მოედანზე, სადაც მსოფლიო მნიშნელობის წამყვანი ბრენდების არქიტექტურა ერწყმის ერთმანეთს.

"საოცრებათა მოედანი“ გამოირჩევა თავისი უნიკალური, მხატრული და დახვეწილი ინფრასტრუქტურით, რომელიც ერწყმის ბათუმის ისტორიული ბულვარის ცენტრალურ ნაწილსა და ზღვის პირა ზოლს.

"საოცრებათა მოედანზე“ განთავსებულია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები; "რადისონი’’, "კემპინსკი’’, "ინტურისტი“ და ასევე სხვა ცნობილი საერთაშორისო მნიშვნელობის წამყვანი ბრენდები. ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც თავისი არქიტექტურით ერთერთი უნიკალურია რეგიონში. კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები, კინო თეატრები და სხვა მაღალი დონის მომსახურების, გართობისა და დასვენების, კულტურისა და მოდის ცენტრები.

"საოცრებათა მოედანი“ წარმოადგენს ჩვენს ქალაქში ჩამობრძანებული სტუმრებისა და ტურისტების სავიზიტო ბარათს.

პროექტი

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ დააპროექტა ცნობილმა საინჟინრო-საპროექტო ორგანიზაციამ "მეგაპოლისმა“.

საპროექტო წინადადებაში გამოძახილი ჰპოვა სასტუმრო "რადისონი“-ს, სასტუმრო "კემპინსკი’’-სა და ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობების შერწყმულმა მხატრულმა ღირებულებებმა. შენობის სილუეტის წამყვანი ვერტიკალი შემოსილია ტერასულად განვითარებული მოცულობებით, რაც ობიექტის მიმართ სივრცულ აღქმულობას ამსუბუქებს. ობიექტის ფასადის ბეტონის ნაწილები მოპირკეთებულია მაღალხარისხოვანი კერამიკული ფილებით და ასევე ფასადის უდიდესი ნაწილი მოპირკეთებულია მინის მაღალხარისხოვანი კასეტური და კალბაკური სისტემებით, რომლის ვიზუალური ნაწილი თანხვედრაშია "საოცრებათა მოედანზე“ განთავსებული მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი ბრენდების ფასადების მოპირკეთებასთან. ობიექტის საფეხურებრივი ტერასული განვითარების დიდი ნაწილი გამოყენებულ იქნება სარეკრეაციო ზონებად და მასზე მოეწყობა ე.წ "დაკიდული ბაღები“. ასევე ღამის განათების სპეციალური ნათურები ობიექტის ფასადს ღამის საათებში წარმოაჩენს განსაკუთრებული ვიზუალობით.

ფუნქცია

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ წარმოადგენს "მულტიფუნქციურ“ ობიექტს, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღემატება.

ობიექტს გააჩნია მომსახურების უამრავი კომპონენტი; საბინაო ფონდი, რესტორანი, სწრაფი კვება (ბისტრო), 32 სართულზე კაფე-ბარი, დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, ბოულინგი კლუბი, საკომფერენციო დარბაზი, სასტუმრო კომპონენტი, სავაჭრო ქსელები, და სხვა მრავალი მომსახურების ობიექტები.

ობიექტი უზრუნვენყოფილია მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოპარკირებით.

საბინაო ფონდი

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ გთავაზობთ სპეციალურ საცხოვრებელ ფართებს, სხვადასხვა დიზაინისა და კონფიგურაციის დახვეწილ საცხოვრებელ ფართებს. მე-3 სართულიდან --- 31 სართულამდე სხვადასხვა გასაოცარი ხედებით; ქალაქსა და შავ ზღვაზე, მთაგორიან ულამაზესს რელიეფს, 20კვ.მ-დან 300კვ.მ-მდე საცხოვრებელი ფართები ელოდება თავის ახალ მფლობელებს.

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ გთავაზობთ დანამდვილებით საოცარ სამყაროს და განსაზღვრავს თქვენს ფეშენებელურ ცხოვრების წესს, სადაც თქვენი ცხოვრება, თქვენი ოცნების ასრულებაა.

ვადები

"სახლი საოცრებათა მოედანზე“ მშენებლობა დაიწყება 2015 წლის დასაწყისში. მშენებლობა დასრულდება 2016 წლის დეკემბერში.

მშენებლობის პროცესში მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება პიდაპირ "ონლაინ“ რეჟიმში ამავე ვებსაიტზე ადევნოს თვალყური 24 საათის განავლობაში მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: