არქი - სამშენებლო კომპანია / samsheneblo kompania

არქი - სამშენებლო კომპანია / samsheneblo kompania

სამშენებლო კომპანია: არქი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2602602; ელ-ფოსტა: info@archi.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

არქი დაარსდა 2006 წელს. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, 2008 წლიდან კი აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე; კომპანიას აქვს პარტნიორების ქსელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

არქი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე, იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ მასალებს. კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხს, შეთავაზებული პირობებისა და ჩაბარების ვადების დაცვას.

არქი სამშენებლო პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში ახორციელებს; დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კი მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, მათ შორის მრავალფუნქციური სახოვრებელი კომპლექსი არქი თაუერის მშენებლობა ჭავჭავაძის გამზირზე.

კომპანიის საკუთრებაშია უკვე გახსნილი სასტუმროების ქსელი სანსეტი: სანსეტ კვარიათი – სასტუმრო ტიპის ელიტარული აპარტამენტები კვარიათში და სანსეტ შოვი – პირველი ოთხვარსკლავიანი სასტუმრო რაჭის კურორტ შოვში; ძველ თბილისში მიმდინარეობს ბუტიკის ტიპის სასტუმროს "სილვერ 39"-ის მშენებლობა.

არქი საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის არეალის გაფართოებას გეგმავს. ნდობა, ლოიალურბა, საქმისადმი პროფესიული მიდგომა და პროექტების სწრაფი განხორციელება – სწორედ ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპები.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: