m² უძრავი ქონება -სამშენებლო კომპანია / samsheneblo kompania

m²  უძრავი ქონება -სამშენებლო კომპანია / samsheneblo kompania

სამშენებლო კომპანია: m² უძრავი ქონება

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2 444 111; ელ.ფოსა: info@m2.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანიის შესახებ
m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი.

m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:

m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.

დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს ხუთი მიმდინარე პროექტი:

m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.

m² - იცხოვრე შენი ცხოვრებით!

ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.

ჩვენი ფასეულობები
თავისუფლება
ინოვაციურობა
ზრუნვაზე ფოკუსი
მუდმივი განვითარებაскачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: