მშენებარე ბინები ცოტნე დადიანზე / mshenebare binebi cotne dadianze

მშენებარე ბინები ცოტნე დადიანზე / mshenebare binebi cotne dadianze

სამშენებლო კომპანია: Retro Construction

პროექტი: ბინა ცონე დადიანზე

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის 75

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 579 10 90 90

 

დამატებითი ინფორმაცია:

ბინა ცონე დადიანზე

პროექტი მიზნად ისახავს მრავალბინიანი სახლის დაგეგმარებას თანამედროვე გეგმარებითი პრინციპების შესაბამისად დადგენილი „შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესების მიხედვით“.
მიწის ნაკვეთი (1821,0 კვ.მ.) მდებარეობს ქალაქ თბილისში, დადიანის, ჩოდრიშვილისა და ალილუევას ქუჩებს შორის.. ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება დადიანის, ჩრდილოეთით - ალილუევას, სამხრეთით - ჩოდრიშვილის და აღმოსავლეთით ხიმშიაშვილის ქუჩები ,უფრო კონკრეტულად ჩოდრიშვილის და ალილუევას ქუჩებს შორისაა მოქცეული.
საპროექტო შენობა არის 9 და 16 სართულიანი, 2 მიწისქვეშა დონის პარკინგით. მიუხედავად იმისა , რომ არ არის გამოყოფილი ცალკე ბლოკებად ვიზუალური აღქმა 2 განსხვავებული მოცულობით ხდება, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ სიმაღლის კოეფიციენტით და ნაკვეთის კონფიგურაციით. შენობას გააჩნია საინტერესო თანამედროვე ვიზუალით გამოირჩევა არსებული განაშენიანებისგან. გამორჩეული ფასადის მიუხედავად ორგანულად ერწყმის გარემოს და შენობების ნაწილს. შენობა მოპირკეთებულია თანამედროვე ცეცხლგამძლე მასალებით, რომელიც ქმნის საინტერესო ვიზუალურ სახეს და ამავდროულად ფუნქციურად სწორად არის განაწილებული, რაც ქმნის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.
შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინაამღდეგო სისტემებით და დაკმაყოფილებულია ყველა საჭირო მოთხოვნა, უსაფრთხოების წესების შესაბამსად. კერძოდ: შენობა აღჭურვილია 2 შეუბოლავი კიბის უჯრედით, დაშორებული ნორმების შესაბამისად. ერთ ერთი კიბის უჯრედი და ლიფტის მიმდებარე ტამბური აღჭურვილია სახანძრო მილდგარების სისტემით. შენობის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია ხანძარქრობისათვის საჭირო საშხეფი სისტემა. შნობაში მოწყობილია სახანძრო დანაყოფის მისადგომი 2 ლიფტი, შესაბამისი ნორმების დაცვით. ლიფტის წინ მოწყობილია ტამბური სადაც ხდება ჰაერის დაწნევა და ხანძრის შემთხვევაში შეუბოლავი ხდება. მოწყობილია ხანძრის აღმომჩენი ელექტრო დეტექტორები. მოწყობილია ხანძარმედეგი კარები ნორმებით მოთხოვნილი დროის შესაბამისად. ჰაერის დაწნევა ასევე ხდება შეუბოლავი კიბის ტამბურებში, პარკინგის სართულებზე მოწყობილია ხელოვნური ვენტლაცია, რომელიც მდებარეობს ამ სართულების ჭერში. ასევე მოწყობილია ხელის ცეცხლმაქრები შენობის ყველა სართულზე გასასვლელების სივრცეებში. ყველა სივრცე მისაწვდომია შშმ პირებისთვის, ასევე მათთვის მოწყობილია საპარკინგე ადგილები ნორმების შესაბამისად და გათვალისწინებულია ბინები შესაბამისი რაოდენობით. ვენტილაციის და გათბობის დანადგარები თავსდება ფასადის წინ, აივანზე, შესაბამისად გამოყოფილ ადგილებში, ფასადის ძირითად კედელსა და აივნის დეკორატიულ კედელს შორის. შესაბამისად, აღნიშნული დანადგარები ფასადზე არ არის ხილვადი.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საპროექტო მიწის ნაკვეთის დაგეგმარებისათვის გამოყენებულია, საქართველოს მთავრობის დადგენილება #41, ტექნიკური რეგლამენტი „შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესები“.

პროექტის უპირატესობები:
• სამი რეკრიაციული ზონა
• უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები 40%-მდე ენერგოეფექტური.
• კრივოი-როგის უკრაინული არმატურა
• იტალიური ცენტრალური გათბობა
• საერთაშორისo უსაფრთხოების სტანდარტების სამგზვრო და სატვირთო ლიფტები
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა თქვენთვის და თქვენი შვილებისთბის
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24 საათიან დაცვას, სადარბაზოს დასუფთავებას და კონსიერჟი
• კომლექსის პირველი სართული იქნება კომერციული ფართი, რომელის ფართობიც შეადგენს 757,9კვ.მ.
• ბინის გეგმარება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: