აქსისის მშენებარე ბინები ჭავჭავაძის 49-ში / axisis mshenebare binebi chavchavadzis 49-shi

აქსისის მშენებარე ბინები ჭავჭავაძის 49-ში / axisis mshenebare binebi chavchavadzis 49-shi

სამშენებლო კომპანია: აქსისი

პროექტი: აქსისი ჭავჭავაძის 49

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის N49

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2 24 17 17 ელ.ფოსტა: info@axis.ge

ვებ გვერდი: https://www.axis.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

აქსისი ჭავჭავაძის 49

თანამედროვე არქიტექტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ფუნქციური მრავალფეროვნება, ცხოვრების ახალი სტილი - ეს არის პროექტი, რომელსაც უბანში და ზოგადად თბილისშიც მომავალი შემოაქვს.

აქსისი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას საქართველოში, შემოჰყავს უდიდესი ევროპული ლიდერი ბრენდები და ქმნის პროდუქტს, რომელიც ახალი სიტყვა იქნება ქართულ დეველოპმენტში. მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებულ გამოცდილებას, რაც საბოლოო ჯამში შეცვლის მოთხოვნას და დაამკვიდრებს ახალ სტანდარტს საქართველოში.

ადგილმდებარეობა

„აქსისი ჭავჭავაძის 49“ მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის სიახლოვეს. სუფთა ეკოლოგიას წიწვოვან გარემოსთან ერთად ქმნის წყნეთის ჰაერი, რომელიც სწორედ ამ მხრიდან მოდის ქალაქში.
აქსისი მთლიანად ინარჩუნებს და კეთილმოაწყობს ბუნებრივ სარეკრეაციო სივრცეს. ამას გარდა, საკუთარი ტერიტორიის ხარჯზე აფართოვებს გზას და ქალაქს ჩუქნის დამატებით 1500 კვ.მ.-ს.

არქიტექტურა

პროექტი შედგება ოთხი ბლოკისგან, რომელთაგან ორი - ცათამბჯენია. მასშტაბურობის მიუხედავად, მაღალი ვიტრაჟებისა და მინის ფასადის გამო შენობა ჰაეროვანი და ლაკონურია.

„აქსისი ჭავჭავაძის 49“ -ს გამოარჩევს დახვეწილი, სადა და თანამედროვე ლენდმარკ არქიტექტურა.

ვერანდები

უზარმაზარი გადახურული ვერანდები ვაკის პარკის ხედით საყვარელი ადგილი გახდება ოჯახისთვის და მათი სტუმრებისთვის. აქ ოთხი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეკრება, დასვენება თუ მუშაობა.

მომავლის ტექნოლოგიები

„აქსისი“ თავის ორ ახალ პროექტზე „აქსისი ჭავჭავაძის 49“ და „აქსისი იპოდრომთან“ მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს.



„აქსისი“ ცვლის სამშენებლო პროცესს, ნერგავს ახალ სტანდარტს ქართულ დეველოპმენტში და შემოჰყავს საქართველოში ლიდერი ევროპული ბრენდები – Saint gobein და Wicona.


სახლი თბუნდება მთლიანად, ოთხივე მხრიდან, 350 წლიანი კომპანიის, Saint gobein-ის საფასადე მათბუნებლის XPS-ის, აგრეთვე სპეციალური შუშების (Low Emission Four-Season) საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში 8-ჯერ უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას.


Wicona, რომელიც ცნობილია თავისი ექსკლუზიური ხარისხის პროდუქტით, ამზადებს სპეციალურად აქსისის ახალი ობიექტებისთვის სლაიდინგის მექანიზმით აღჭურვილ კარ-ფანჯარას.


Knauf-ის გერმანული შიდა სალესი მასალის გამოყენებით „აქსისი“ თეთრი კარკასის ცნებასაც ცვლის. საერთოდ აღარ არის საჭირო გაჯით ლესვის პროცესი. სიახლეა XPS მასალის გამოყენება არა მარტო ფასადზე, არამედ ბინებშიც. პემზის ნაცვლად იატაკის XPS მასალით მოჭიმვა ბინებს შორის უპრეცედენტო ბგერაიზოლაციას უზრუნველყოფს.


მომსახურება

აქსისი ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, სადაც თქვენზე ზრუნავენ. ჩვენს მომსახურებებში შედის:
კონსიერჟი
დასუფთავება
დაცვა
განათება
ლიფტის მომსახურება

დამატებითი მომსახურებების მისაღებად, ჩვენს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ექსკლუზიური პაკეტის გამოყენება.

ვადები

მეორე სადარბაზო დასრულდება 2016 წლის გაზაფხულზე.
მეოთხე სადარბაზო დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე.


"აქსისი ჭავჭავაძის 49" -ის საცხოვრებელი ფართები შესაძლებელია შეიძინოთ როგორც ერთიანი გადახდით, აგრეთვე "20/80"-ის აქციის ფარგლებში.

"20/80"-ის უპრეცედენტო შეთავაზებით თქვენ ბინას შეიძენთ მისი საფასურის მხოლოდ 20%-ის გადახდით, ხოლო დარჩენილ 80%-ს იხდით ბინის თეთრი კარკასის ჩაბარების შემდეგ.

შეთავაზების მთავარი უპირატესობაა ის, რომ ბინას ყიდულობთ ძალიან მცირე თანხით, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი ფასი უკვე საგრძნობლად გაზრდილი იქნება

II და III სადარბაზოებში ბინები ბარდება დასრულებული რემონტითскачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: