აქსისის მშენებარე ბინები საბურთალოზე / axisis mshenebare binebi saburtaloze

აქსისის მშენებარე ბინები საბურთალოზე / axisis mshenebare binebi saburtaloze

სამშენებლო კომპანია: აქსისი

პროექტი: პალასი 1

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვი) და საბურთალოს ქ. კვეთა

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2 24 17 17 ელ.ფოსტა: info@axis.ge

ვებ გვერდი: www.axis.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

აქსის პალასი 1
„აქსის პალასი 1“ არის ყველაზე მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი რეგიონში, სადაც საოფისე ფართები შეადგენს 10,000 კვ.მ-ს, კომერციული - 20,000 კვ.მ.-ს, ხოლო საცხოვრებელი - 75,000 კვ.მ-ს.
აქსისი იყო პირველი დეველოპერული კომპანია, რომელმაც პალასების იდეა შემოიტანა საქართველოში, რაც გულისხმობდა ქართულ დეველოპმენტში სრულიად ახალი კონცეფციის დანერგვას. პალასი 1 არის უზარმაზარი კომპლექსი, რომლის არქიტექტურა, მომსახურება, გეგმარება, ინფრასტრუქტურა და სხვა მრავალი დეტალი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ცხოვრების ხარისხი სრულიად ახალ დონეზე არის აყვანილი.

მდებარეობა

„პალასი 1“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში და გადის სამ ქუჩაზე: გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვი), საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებზე. ის მხოლოდ 200 მეტრით არის დაშორებული მეტროდან. ახალი მაგისტრალი და სატრანსპორტო კვანძი ვაკესა და სხვა უბნებში მოხვედრას ამარტივებს. ერთი მხრიდან პალასი 1-ის პარალელური ქუჩაა პეკინი, ხოლო მეორე მხრიდან ალ. ყაზბეგის გამზირი.

არქიტექტურა

პალასი 1-მა თავის უბანში გარდა ფუნქციონალური სიახლისა, შეიტანა არქიტექტურული ახალი სიტყვაც. მისი გრანდიოზულ მასშტაბებსა და გიგანტურ ზომებს სულ სხვა დონეზე აჰყავს მიმდებარე ტერიტორის ცხოვრების სტილი და პრესტიჟულობას მატებს მას.

ინფრასტრუქტურა

თავისი მრავალფუნქციური დანიშნულებისა და მასშტაბიდან გამომდინარე, იგი ქმნის მძლავრი მიზიდულობის ცენტრს და ბიზნეს ორგანიზაციების დიდ კონცენტრაციას.
პალასი 1-ის გარშემო შემქნილია კომერციული ფართების 500 მეტრიანი უპრეცედენტო უწყვეტი ფრონტი. აქ უკვე გახსნილია რამოდენიმე კაფე, რესტორანი, ბანკი, აფთიაქი. იგეგმება უცხოური ბრენდის ჰიპერმარკეტის შემოსვლა, რაც მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

რეკრეაცია

დროთა განმავლობაში თავდაპირველმა პროექტმა განიცადა ცვლილებები, რომლებიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებელს. ამის მაგალითია გაზრდილი სარეკრეაციო ზონა - 8000 კვ.მ-იანი ეზოთი. აქვე განთავსდება 25 მეტრიანი საცურაო აუზი.
დაგეგმილია სათამაშო და სპორტული მოედნების მოწყობა. აქვე იქნება კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილები განტვირთვისა და სეირნობისთვის.

ვესტიბიული

საქართველოსთვის, და არა მარტო, უპრეცედენტო ზომის ვესტიბიული შესვლისთანავე დიდ შთაბეჭდილებას ახდებს მნახველზე. 500 კვ.მ.-იანი 8მ ჭერის მქონე თანამედროვე ინტერიერი და მეგობრული მომსახურე პერსონალი კარგად გამოხატავს „აქსის პალასის“ კონცეფციას. აქ შესაძლებელი იქნება როგორც მეგობრების, ასევე საქმიანი პარტნიორების მიღება.

მომსახურება

პალასის იდეის მთავარ ნაწილს სწორედ მომსახურება წარმოადგენს. აქ მობინადრე უნდა გრძნობდეს, რომ მასზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ და მზად არიან გაუწიონ მომსახურება, შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი მას და მის ოჯახს.
აქსის პალასის მომსახურებაში შედის:
კონსიერჟი
დაცვა
დასუფთავება
ლიფტის მომსახურება
განათება
აქსის პალასის ექსკლუზიური პაკეტით სარგებლობისას მობინადრეს შეუძლია მიიღოს შემდეგი სერვისები:
მანქანის რეცხვა
ბინის დალაგება
კურიერის მომსახურება
მებაღე
ხელოსნის მომსახურება

ტექნოლოგიები

ThyssenKrupp - ის ლიფტები
Rehau-ს კარ-ფანჯარა
Caparol-ის საღებავები
Rehau-ს საფასადე პროფილები დამატებითი ესთეტიკისთვის
Fingerjoint-ის ხის ჟალუზები, რომელიც დაცულია გახუნებისა და დეფორმაციისგან
Comisa-ს მილები

ვადები

დღეს დასრულებულია 11 სადარბაზო. დასამთავრებელი დარჩა - 5, რომლის ჩაბარების ვადაა - 2015 წლის ბოლო.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: