აქსისის მშენებარე ბინები საირმეზე / axisis mshenebare binebi sairmeze

აქსისის მშენებარე ბინები საირმეზე / axisis mshenebare binebi sairmeze

სამშენებლო კომპანია: აქსისი

პროექტი: აქსის პალასი საირმეზე

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, საირმის ქუჩა N51

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2 24 17 17 ელ.ფოსტა: info@axis.ge

ვებ გვერდი: www.axis.g

 

დამატებითი ინფორმაცია:

აქსის პალასი საირმეზე
„აქსის პალასი საირმეზე“ მდებარეობს საირმის ქუჩა N51-ში წითელ ბაღთან. მისი მდებარეობიდან და სიმაღლიდან გამომდინარე სახლიდან იშლება 360 გრადუსიანი ხედი (მათ შორის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია). თვითონ შენობა კი ჩანს თბილისის სხვადასხვა წერტილიდან. გამორჩეული არქიტექტურა და შენობის სიმაღლე მდებარეობასთან ერთად მის „ლენდმარკად“ ჩამოყალიბებას განაპირობებს. სუფთა ჰაერი, პარკთან სიახლოვე და განვითარებული ინფრასტრუქტურა ცხოვრებას ჯანსაღს და კომფორტულს ხდის.

არქიტექტურა

შენობის არქიტექტურული კომპოზიცია იკითხება საირმის გორასთან ერთად, რომელიც ერთგვარ კვარცხლბეკს წარმოადგენს ნაგებობისთვის და ერთიანობაში ქმნის ვერტიკალს, რომელიც დომინირებს გარემოში.
მაღალი ვიტრაჟები, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით მოჩანს, და ოთხმხრივი ფასადი სახლს ნათელს, ხოლო ქალაქს თანამედროვე ელფერს მატებს.

რეკრეაცია

სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალი და ინფრასტრუქტურა სახლში შეგიქმნით კურორტის განცდას. თქვენს განკარგულებაშია:
3000 კვ.მ ეზი
25 მეტრიანი საცურაო აუზი
სპა ცენტრი
სპორტული მოედანი
ფიტნეს კლუბი

ტექნოლოგიები

მშენებლობის დროს გამოყენებულია ინოვაციური ევროპული ტექნოლოგიები, რომელთა მაღალი ხარისხი განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მაღალ ხარისხს. ის განაპირობებს ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობას და ამცირებს მოვლის ხარჯებს. ამ ტექნოლოგიების მაგალითებია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების:
ThyssenKrupp-ის გერმანული ხარისხით შემუშავებული ლიფტი
Rehau-ს კარ-ფანჯრები, რომლებიც ეფექტურ თბოიზოლაციას უზრუნველყოფენ
Comisa-ს ინოვაციური და გამძლე მილები
საღებავები Caparol-ისგან

ვესტიბიული

დიდი და თანამედროვე ვესტიბიული მოწყობილია როგორც საქმიანი, ასევე მეგობრებთან შეხვედრებისთვის. მისი დახვეწილი ინტერიერი სასიამოვნო გარემოს ქმნის მაცხოვრებლებისთვის და პირველ შთაბეჭდილებას მათი სტუმრებისთვის. აქ დაგხვდებათ კონსიერჟი, რომელიც მუდამ მზად არის მოგემსახუროთ.

მომსახურება

აქსისი ქმნის კომფორტულ გარემოს, სადაც თქვენზე ზრუნავენ. ჩვენს მომსახურებებში შედის:
კონსიერჟი
დასუფთავება
დაცვა
განათება
ლიფტის მომსახურება
დამატებითი მომსახურებების მისაღებად, ჩვენს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ექსკლუზიური პაკეტის გამოყენება.
თავდაპირველად მომსახურებას უზრუნველყოფს „აქსისი“, ხოლო მას შემდეგ რაც სახლი შეივსება მობინადრეებით, სერვისის ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ-ზე 0.7-1 ლარის ფარგლებში გადასახადს.


ვადები

პირველი ბლოკის დასრულების თარიღია 2014 წლის ბოლო.
2015 წელს იგეგმება მეორე ბლოკის მშენებლობის დაწყებაскачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: