არქის მშენებარე ბინები მუხიანში / archis mshenebare binebi muxianshi

არქის მშენებარე ბინები მუხიანში / archis mshenebare binebi muxianshi

სამშენებლო კომპანია: არქი

პროექტი: არქი მუხიანი

მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანი, II მიკრო რაიონი (32-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2602602; (+995) 577 602602. ელ-ფოსტა: info@archi.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

2015 წლის ოქტომბერში არქიმ ახალი პროექტის - არქი მუხიანის მშენებლობა დაიწყო. 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მუხიანის ცენტრალურ ნაწილში, II მიკრო რაიონში (32-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) მდებარეობს.

პროექტი გამორჩეულია ამ უბანში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლებისგან როგორც არქიტექტურით, ასევე ფასთან შესაბამისობაში არსებული მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით.

პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა საუკეთესო ლოკაცია - 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლი პარკის გვერდით, მეტრო ახმეტელიდან ფეხით მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზეა.

არქი მუხიანი მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკით შენდება. Ytong – ი გერმანული ბრენდია, რომლის სამშენებლო მასალა ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ 2013 წელს ის გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 7 – ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), მაშასადამე, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40% – ით ნაკლები ენერგია იხარჯება. აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ – გვერდზე: www.xella.com , www.ytong.de.

პროექტის საერთო ფართი 12 000კვ.მ–ს შეადგენს და შენობაში სულ 131 ბინა განთავსდება.

მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში მდებარე კომპლექსი კომფორტულ, მშვიდ და სასიამოვნო გარემოს გთავაზობთ, რაც ცხოვრების საუკეთესო პირობებს შეგიქმნით.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: