მშენებარე ბინები ვაკეში / mshenebare binebi vakeshi

მშენებარე ბინები ვაკეში / mshenebare binebi vakeshi

სამშენებლო კომპანია: Sistem İnşaat A.Ş

პროექტი: სახლი მთაზე

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე, შატბერაშვილის ქ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2723222; (+995 32) 2724222.

 

დამატებითი ინფორმაცია:

HllTOP GREEN – ეს არის სახლი მთაზე.
ეს არ არის ადგილი ყველასთვის – რაოდ გულსაც არ უნდა სწყევტდეს ეს ფრაზა ბევრს, მართლაც ასეა. HILLTOP GREEN არის ბიზნესკლასის საცხოვრებელი. ადგილი ადამიანებისათვის, ვინც ფუფუნებას და ბუნებას აფასებს. ცენტრალურ უბნებში, წესით, ყველაზე მეტი ხალხი და ხმაურია. მოძრაობა გადატვირთულია, გარემო – დამღლელი. თუმცა, ცენტრალური უბანიც შეიძლება გადაიქცეს სამეფოდ, თუკი ამ უბანში მთაა, შენ კი – მთის წვერზე – ცასთან ახლოს ცხოვრობ. იქ არაფერი გესმის. ისვენებ შენს აპარტამენტში და დიდი ვიტრაჟებიდან მხოლოდ სიმწვანის, სიმშვიდისა და მშვენიერების დანახვა შეგიძლია. ბინები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელზეც გამოცდილი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ.

HillTOP GREEN – პირველი ელიტარული საცხოვრებელი სახლია თბილისში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში – ვაკეში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი ჭავჭავაძის გამზირიდან 900 მეტრის მანძილზე, შატბერაშვილის ქუჩაზე შენდება. ის დაცულია ხმაურისა და ავტომობილის გამონაბოლქვისგან, ვინაიდან, სახლს ირგვლივ მთები ესაზღვრება.
კომპლექსის ფართობია X მ2 . ის იზოლირებული და დაცულია ირგვლივ მიმდინარე პროცესებისგან. სახლი კონტროლირდება
მონიტორინგის სამსახურის მიერ. ტერიტორიაზე შესვლა – გამოსვლა კი, შეიძლება მხოლოდ საკონტროლო – გამშვები პუნქტის გავლით. საუკეთესო მასალით ნაშენები საცხოვრებელი სახლი ხარისხის ნიშნით პირველია თბილისში. რემონტისა და მოპირკეთების საკითხებზე კი, გამოცდილი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: