არქი - მშენებარე ბინები ისანში

არქი - მშენებარე ბინები ისანში

სამშენებლო კომპანია: არქი

პროექტი: არქი ისანი

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2602602; (+995) 577 602602. ელ-ფოსტა: info@archi.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის "პრაიმ არქი“ მშენებლობა არქი ჯგუფმა 2016 წლის იანვარში დაიწყო. კომპლექსი ისნის ცენტრალურ ნაწილში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარეობს და გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით. 23 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ისნის მეტროდან ფეხით მხოლოდ 2-3 წუთის სავალზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდით აშენდება.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი „პრაიმ არქი“ მომხმარებელთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შექმნილი პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს შესთავაზებს. პროექტი გამორჩეულია ამ უბანში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლებისგან როგორც არქიტექტურით, ასევე ფასთან შესაბამისობაში არსებული მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ 27 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება 5 საცხოვრებელი ბლოკი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, ბაღი, გასართობი და სპორტული მოედნები. "პრაიმ არქი" მაცხოვრებლებისთვის კომპლექსში ასევე გათვალისიწნებულია 15 000 კვ.მ მხოლოდ რეკრეაციული ზონა.

"პრაიმ არქი“ მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკით შენდება. Ytong – ი გერმანული ბრენდია, რომლის სამშენებლო მასალა ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ 2013 წელს ის გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 6 – ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), მაშასადამე, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40% – ით ნაკლები ენერგია იხარჯება. აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ – გვერდზე: www.xella.com, www.ytong.de.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს წარმოადგენს A ბლოკი, რომლის მშენებლობა დასრულდება 2017 წლის დეკემბერში. საერთო ფართი დაახლოებით 29 000 კვ.მ–ს შეადგენს და კორპუსში სულ 312 ბინა განთავსდება.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: