არქი თაუერი - მრავალფუნქციური კომპლექსი

არქი თაუერი - მრავალფუნქციური კომპლექსი

სამშენებლო კომპანია: არქი

პროექტი: არქი თაუერი

ობიექტის მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 37

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2602602 მობ: (+995) 597 000044

 

დამატებითი ინფორმაცია:

23–სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი არქი თაუერი ჭავჭავაძის 37–ში, სამების ეკლესიასთან მდებარეობს. მისი საერთო ფართი 35000 კვ.მ.–ს შეადგენს. არქი თაუერის სამი მიწისქვეშა სართული პარკინგს დაეთმო. პირველ და მეორე სართულზე სავაჭრო ცენტრი მოეწყო, მესამე სართულიდან კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება. არქი თაუერი მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკით შენდება.

Ytong–ი გერმანული ბრენდია, რომლის სამშენებლო მასალა ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ 2013 წელს ის გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 7–ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), მაშასადამე, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%–ით ნაკლები ენერგია იხარჯება. აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ–გვერდზე: www.xella.com , www.ytong.de .

პარკინგისთვის გათვალისწინებული სამი მიწისქვეშა სართულისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა.

არქი თაუერის სავაჭრო ცენტრში, რომელიც 7000 კვ.მ. ფართობს მოიცავს, სუპერმარკეტი სმარტი, სწრაფი კვების ობიექტი ვენდისი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები განთავსდა. კომპლექსში ასევე მოეწყობა სპა და ფიტნეს–ცენტრი, საცურაო აუზი, რომელიც გათვალისწინებულია არქი თაუერის მაცხოვრებლებისათვის.

არქი თაუერში არსებული სავაჭრო ცენტრი ექსპლუატაციაში 2014 წლის აპრილიდან შევიდა. საცხოვრებელი ბინების დასრულება 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.

პროექტის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსი უმაღლესი ხარისხის მასალით შენდება და საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის დაწესებულ ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: