m2 - მშენებარე ბინები ისანში / m2 - mshenebare binebi isanshi

m2  - მშენებარე ბინები ისანში / m2  - mshenebare binebi isanshi

სამშენებლო კომპანია: m2

პროექტი: ოპტიმა ისანი

ობიექტის მისამართი: ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა

საკონტაქტო ინფორმაცია: (+99532) 2444111

 

დამატებითი ინფორმაცია:

დეველოპერული კომპანია m2 წარმოგიდგენთ პროდუქტების ახალ ხაზს ოპტიმა და გთავაზობთ პირველ, ენერგოეფექტურ პროექტს
ოპტიმა ისანი.

ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, თქვენ იძენთ თქვენთვის საჭირო ზომის ბინას ნაკლებ ფასად.
გარემონტებული ბინის შეძენით კი, თქვენ ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, ისანში, მოსკოვის გამზ. 14ა -ში განთავსდება.

მდებარეობის მთავარი უპირატესობებია:

• სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან
• სიახლოვე ქალაქის ცენტრთან
• საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა, შესაბამისად, უკეთესი ეკოლოგიური გარემო
• კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა

სხვადასხვა ობიექტებამდე მისასვლელად საჭირო დრო (ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში):

თავისუფლების მოედნამდე - 10 წუთი
მეტრო სამგორამდე - 3 წუთი
მეტრო ვარკეთილამდე - 3 წუთი
ნავთლუღის ავტოსადგურამდე - 5 წუთი
კახეთის გზატკეცილამდე -2 წუთი

კომპლექსი 5.237 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. 2 დამოუკიდებლად მდგომი კორპუსი 238 ბინას მოიცავს.
პირველი კორპუსი 20-სართულიანია, ხოლო მეორე 10-სართულიანი. ქუჩის მხრიდან კომერციული ფართები განთავსდება.

პროექტის უპირატესობები:
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და ენერგოეფექტური განათება
უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 23%-მდე დანაზოგს
კეთილმოწყობილი, მყუდრო ეზო - საბავშვო და სპორტული მოედნებით და ავტოსადგომებით
კომპლექსის მოვლის მომსახურება:
• 24-საათიანი დაცვა
• სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავება
• გამწვანების მოვლა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.

სარემონტო მასალები და ინტერიერის დიზაინი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალებიდან.

მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE European Group-ში.

კომპლექსი ბარდება დასრულებული რემონტით 2016 წლის ივლისშიскачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: