თბილისი - მშენებარე ბინები საბურთალოზე / tbilisi - mshenebare binebi saburtaloze

თბილისი - მშენებარე ბინები საბურთალოზე / tbilisi - mshenebare binebi saburtaloze

სამშენებლო კომპანია: დომუს დეველოპმენტი

პროექტი: დომუს იპოდრომი

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 13

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2232523; მობ: (+995) 595 555540

 

დამატებითი ინფორმაცია:

დომუს იპოდრომი არის უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის შუაგულში, თამარაშვილის 13 ნომერში მდებარეობს. პროექტი 8400 კვადრატულ მეტრს იკავებს და ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებას ითვალისწინებს. კომპლექსი ადვილი მისადგომია, როგორც ვაკის, ისე საბურთალოს მხრიდან.

დომუს იპოდრომის გამწვანებული შიდა ეზო 4000 კვ. მეტრს იკავებს. ეზოს ტერიტორიაზე განლაგებულია: კალათბურთის მოედანი, ველოსიპედის ბილიკი და დასასვენებელი სკვერი მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. დაცული ეზო და ეკოლოგიური გარემო საუკეთესო პირობებს უქმნის პატარებს და მათ მშობლებს. დომუს იპოდრომის 1700 კვ. მეტრი, გამაჯანსაღებელ კომპლექსს, დომუს სპას, ეთმობა. კომპლექსში შედის: საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, ფინური და ორთქლის საუნა, ჯაკუზი და კაფე.

მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, პროექტში გათვალისწინებულია დაცვის სამსახურისა და კონსიერჟის ადგილი. მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით: დალაგება დასუფთავების, ეზოს მოვლის, ლიფტისა და ავტოსადგომის ტექნიკური მომსახურებით.скачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: