სამშენებლო კომპანია: ბინადარი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+995) 570 702 702
დამატებითი ინფორმაცია:
დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.
დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.
„ბინადარმა“ დაასრულა სამი დიდი პროექტი - „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში)- დასრულება 2016, „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში)- დასრულება 2017 წელი და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63)-ში - დასრულება 2018 წელი. . აღნიშნულ პროექტებში მშენებლობის პროცესშივე გაიყიდა ყველა ბინა.
ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მომხმარებლთა მოთხოვნებს, და თუ კომპანია დღეისათვის 500-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის, სამომავლოდ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"ბინადარის" პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც ცალსახად უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. ჩვენი კომპანია ყოველთვის დროსთან და ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან ერთად ცვლის და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და ჩვენი პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა.
ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის.
სხვა მშენებარე ბინები: