აქსისის მშენებარე ბინები იპოდრომთან / axisis mshenebare binebi ipodromtan

აქსისის მშენებარე ბინები იპოდრომთან / axisis mshenebare binebi ipodromtan

სამშენებლო კომპანია: აქსისი

პროექტი: აქსისი იპოდრომთან

ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 13. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალ მაგისტრალთან

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (+99532) 2 24 17 17 ელ.ფოსტა: info@axis.ge

ვებ გვერდი: www.axis.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

აქსის პარკ პალასი იპოდრომთან

აქსისი იპოდრომთან არის ინოვაციური შენობა თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მაღალი ტექნოლოგიებით, სადაც ყველაფერი გათვლილია მაცხოვრებლის კომფორტისთვის. ყოფილ იპოდრომთან სიახლოვე კი ბუნებრივად ქმნის უზარმაზარ დასასვენებელ ზონას.

მდებარეობა

სახლის მისამართია: თამარაშვილის 13. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალ მაგისტრალთან სიახლოვე სამ უბანთან მარტივ და სწრაფ წვდომას განაპირობებს. ეს სახლი უნიკალურია საბურთალოს მჭიდროდ დასახლებული უბნისთვის არადამახასიათებელი სივრცით და ხედით გარშემო.

ფასადი

შუშის აივნები, უზარმაზარი ვიტრაჟები, დიდი ტერასები ბინას მაქსიმალურად ნათელს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბინას აქვს ტერასა, რომელიც ყოფილ იპოდრომს უყურებს.
შენობის არქიტექტურა თავისი მხატვრული და ექსპრესიული გადაწყვეტით წააგავს ქანდაკებას, რასაც თეთრი მოპირკეთება კიდე უფრო ამძაფრებს. მისი ფორმები განსხვავებულია არა მხოლოდ ზოგადად ქალაქის, არამედ „აქსისის“ სხვა არქიტექტურისგანაც.
თვითონ ფასადი კი მოპირკეთებულია ქვით და გამოყენებულია ვენტილირებადი ფასადის ახალი ტექნოლოგია, რომელიც კონსტრუქციას სიმსუბუქეს, მდგრადობას და დამატებით თბოიზოლაციას მატებს.

რეკრეაცია

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია და მიმდებარე პარკი ბუნებრივ სარეკრეაციო ზონას ქმნის კომპლექსის გარშემო, რომელსაც შემდეგი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აქ შესაძლებელია სასეირნო ბილიკებისა და ველოტრასების გაკეთება, რათა მაცხოვრებელმა ქალაქის ცენტრშიც შეძლოს ქალაქის ხმაურს მოწყვეტა, განტვირთვა და დასვენება.

ვესტიბიული

აქაც, ისევე როგორც აქსისის სხვა ობიექტებში, მოწყობილია დიდი და თანამედროვე ვესტიბიული, სადაც თქვენი და თქვენი სტუმრების დასახვედრად და მოსამსახურებლად მუდამ მზად იქნება კონსიერჟი.

ტექნოლოგიები

ThyssenKrupp ორი ლიფტი
შენობა შენდება აგურით, რომლის დათბუნება კიდევ ხდება დამატებით სპეციალური XPS მასალით
გამოყენებულია მხოლოდ ალუმინის კარ-ფანჯარა
ფასადი მოპირკეთებულია Fundermax-ის და Puricelli-ის ევროპული მასალებით
დამონტაჟდება გათბობის სპეციალური სისტემა, რომელიც ყველა ბინიდან გამონაბოლქვს შეკრებს და არ დაუშვებს, რომ მეზობლებმა ერთმანეთი გამონაბოლქვით შეაწუხონ.

მომსახურება

აქსისი ქმნის კომფორტულ გარემოს, სადაც თქვენზე ზრუნავენ. ჩვენს მომსახურებებში შედის:
კონსიერჟი
დასუფთავება
დაცვა
განათება
ლიფტის მომსახურება
დამატებითი მომსახურებების მისაღებად, ჩვენს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ექსკლუზიური პაკეტის გამოყენება.
თავდაპირველად მომსახურებას უზრუნველყოფს „აქსისი“, ხოლო მას შემდეგ რაც სახლი შეივსება მობინადრეებით, სერვისის ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ-ზე 0.7-1 ლარის ფარგლებში გადასახადს.

ვადები

პირველი ბლოკის მშენებლობა დასრულდა 2013 წელს.
მეორე ბლოკი დაიწყო 2013 წელს და დასრულდება 2015 წლის ბოლოს.

"აქსისი იპოდრომთან" იყიდება როგორც ერთიანი გადახდით, აგრეთვე შიდა განვადების პირობით.

აგრეთვე შესაძლებელია ბანკი "ქართუდან" იპოთეკური სესხის აღება ამავე ბინის ჩადებითскачать dle 10.4фильмы бесплатно



სხვა მშენებარე ბინები: